"ბოლო რაც მსოფლიოს სჭირდება არის კიდევ ერთი სილამაზის ბრენდი" - ირონიულად განაცხადა ლედი გაგამ თავის ინსტაგრამ ვიდეოში, რომელშიც დააანონსა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის, Haus Laboratories- ის გაშვება.
ინსტაგრამზე დადებული ამ ვიდეოს დახმარებით, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა დანიელ სუნვალდმა გადაიღო, ლედი გაგას ახალი ბრენდის შესახებ სულ რაღაც სამ საათში მილიონმა ადამიანმა შეიტყო. გარდა ამისა, მომღერალმა ბრენდის ოფიციალური ვებგვერდი გახსნა, სადაც წინასწარი გაყიდვები დააანონსა.
გაყიდვაშია რამოდენიმე უნივერსალური კომპლექტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ტუჩებზე, თვალებზე და სახეზე. სულ კომპლექტის ექვსი ვარიანტია, სხვადასხვა ფერებით. შესაძლებელია ცალკეული ნივთების შეძენაც. ფასები საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.
ცნობილია, რომ Haus Laboratories გუნდი შედგება 15 ადამიანისგან, რომელთა შორის არიან ძალიან გამოცდილი სპეციალისტები, ისინი წარსულში მუშაობდნენ Milk Makeup and Benefit- თან. შესაფერისი პოზიცია მოიძებნა მომღერლის პირადი ვიჟაზისტისთვისაც - სარა ტანო, რომელთანაც ლედი გაგა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, გახდა მისი ბრენდის გლობალური სამხატვრო ხელმძღვანელი.
მომღერალმა აღიარა, რომ კოსმეტიკური საშუალებები დაეხმარა მას გამხდარიყო ისეთი, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა - ახლა კი სურს, რომ სხვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
”ბავშვობაში თავს ლამაზ გოგონად ვერ ვგრძნობდი”, - განაცხადა ლედი გაგამ Instagram-ზე.
- კოსმეტიკური საშუალებები დამეხმარა თავდაჯერებულობისა და ძალის მოპოვებაში, რაც როგორც მეჩვენებოდა არ გამაჩნდა. საკუთარი თავი წარმოვაჩინე მას შემდეგ, რაც შევძელი ტრანსფორმაცია, მათ შორის მაკიაჟის საშუალებით. მე მივხვდი, რომ ჩემი სილამაზე აღმოვაჩინე იმით, რომ შევძელი საკუთარი თავის გამოგონება და გარდაქმნა."
„ეს არ არის მხოლოდ სილამაზის კიდევ ერთი ბრენდი.
ამბობენ, რომ სილამაზე სხვისი თვალის დასანახადაა, მაგრამ არა HAUS LABORATORIES-ში,
ჩვენ ვამბობთ, რომ სილამაზეა ის, თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს. ჩვენ გვინდა, რომ გიყვარდეთ
საკუთარი თავი და ჩვენი მისიაა წავახალისოთ სიკეთე, მამაცობა და შემოქმედება თვითგამოხატვისა
და ხელმეორედ გამოგონების საშუალებით.“