საქონლის დაბრუნება და გაცვლა
1 მომხმარებელს საშუალება ექნება გადაცვალოს პროდუქცია შეძენიდან 3 დღის განმავლობაში, ნივთის უკან დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 1 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არის იდეალურ მდგომარეობაში. პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია პროდუქტზე გაცემული დაუზიანებელი ინვოისის წარდგენის შემთხვევაში. გახსნილი ან სასაქონლო სახე დაკარგული ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება აკრძალულია.
2 საქონლის გაცვლის ან დაბრუნების შეტყობინების გაგზავნა ხდება საიტზე anna.ge არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით.
3 გამყიდველი არ ანაზღაურებს მყიდველის მიერ გაწეულ შემდეგ სატრანსპორტო ხარჯებს:
ა. გაცვლის ან დაბრუნების დროს გაწეულ სატრანსპორტო ხარჯებს.
ბ. საქონლის შეძენის დროს მისი მიწოდების სატრანსპორტო ხარჯებს (თუ ასეთი იყო).